პროექტები


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მარინე გასიტაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
გორი
სკოლა
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ხეები  და  ადამიანები  - ყური  დავუგდოთ  ბუნებას!
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობის  პერიოდში უკეთ გააცნობიერებენ  ტყეების მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში, მოიძიებენ ინფორმაციას იშვიათი ხეების შესახებ, გააცნობიერებენ, რომ ხე არის სიცოცხლის წყარო ბუნებაში და ჩვენი დამოკიდებულება ბუნების მოვლენების მიმართ უნდა იყოს გააზრებული. ისინი ხეებს შეხედავენ, როგორც ცოცხალ არსებებს და გაუფრთხილდებიან მათ, გააცნობიერებენ, რომ ბუნება შექმნილია ადამიანისათვის და ადამიანი ბუნების ნაწილია. საუკუნოვანი პრობლემა - ადამიანის ბუნებისადმი პრაგმატული და ზოგჯერ მტრული დამოკიდებულება - გადაჭრას მოითხოვს და ბავშვებმა ეს ადრეული ასაკიდანვე უნდა გააცნობიერონ. გზამკვლევად  ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გვექნება, შევისწავლით  „ხმელ წიფელს“ და გავიხსენებთ უკვე შესწავლილ ლიტერატურულ მასალას. მოსწავლეები იმუშვებენ როგორც წყვილებად, ასევე ჯგუფებში და   წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით მოიძიებენ გადაჭრის გზებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს. ბავშვები გაეცნობიან ტყის რეინჯერების პროფესიას, ჩატარებენ კვლევას საზოგადოების საჭიროებებისა და დამოკიდებულების დასადგენად, გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს  და წარმოადგენენ პრეზენტაციებს გადაღებული ვიდეომასალის გამოყენებით.  პროექტის დასასრულს მონაწილეობას მიიღებენ  სკოლის ეზოს გამწვანებაში, დავრგავთ ხეებს.
საგანი/საგნები
ქართული  ენა  და ლიტერატურა,  ბუნებისმეტყველება
საფეხური/კლასი
საბაზო  საფეხური - VII  კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ორი  კვირა,  8  ორმოცდახუთწუთიანი  გაკვეთილი, შესაძლოა 10  გაკვეთილი
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
· გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
· სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია და არა რიგითი მონაწილე)
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

· გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
 · განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს, უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (მაგ., „რა იქნებოდა, რომ...“);
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს (მაგალითად, საკუთარ ან სხვის ბიოგრაფიას, რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს);
 ბუნ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
 · მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი - მცენარეთა სამეფო, შესაბამისად შიშველ ან ფარულთესლოვანი);

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები
  • ჩაატარებენ კვლევას საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვებენ და შეაფასებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს, რათა საკუთარი მიგნებები მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისად წარმოაჩინონ;
  • გამოიყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასამთლიანებლად;
  • ჩამოუყალიბდებათ დისკუსიაში მონაწილეობის კულტურა, სხვისი აზრის მოსმენისა და გაზიარების, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და დაცვის უნარი;
  • განუვითარდება კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი, საღი მსჯელობა და აღქმა;
  • შეძლებენ მხატვრული და  არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრებას, გაანალიზებას, პრობლემის გამოკვეთასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
  • შეძლებენ სხვადასხვა ფორმატის წერილობითი ტექსტების შექმნას და საკუთარ ემოციებთან და გამოცდილებასთან დაკავშირებას;
კომუნიკაცია და თანამშრომლობა    (21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები)
მოსწავლეები   შეძლებენ:
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანის ცხოვრებაში?
თემატური კითხვები


·         როგორია ვაჟასეული აღქმა ადამიანის და ბუნების ურთიერთობისა?
·         როგორ ახერხებს ვაჟა-ფშაველა 21-ე საუკუნის ადამიანში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვიძებას?
შინაარსობრივი კითხვები
·         რას ნიშნავს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და როგორ იყენებს მათ ვაჟა-ფშაველა მკითხველამდე სათქმელის მისატანად?
·         ვაჟა-ფშაველას  „ხმელ წიფელში“ დასმული პრობლემებიდან რომელია დღესაც აქტუალური?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
·         შეკითხვების დასმა
·         გრაფიკული დამგეგმავები
·         ვ-მ-ვ სქემა
·         T -სქემა
პროექტის მსვლელობისას
·         დაკვირვების ცხრილები-ჩეკლისტი
·         საკონტროლო სიის წარმოება
·         განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ფორმები
·         რეგულარული უკუკავშირი მასწავლებლისა და მოსწავლეების მხრიდან
·         ბლოგის შექმნა
·         ესეების კონკურსი
·         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა;
·         დისკუსიის შეფასების რუბრიკა;
·         ჯგუფების თვითშეფასების რუბრიკა;
·         ბლოგის რუბრიკა
·         წამახალისებელი კომენტარები და პრიზები ესეების კონკურსში;
·         ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;

პროექტის დასრულების შემდეგ
·         მასწავლებლის შეხვედრა
·         პროექტის შეფასების სქემა
·         საბოლოო პროექტის შეფასება
·         განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
·         მოსწავლეთა უკუკავშირი, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება
·         პროექტის შეფასების რუბრიკა
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებისათვის მიმართულების მისაცემად და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნის შესამოწმებლად მივმართავ გამოკითხვას, რათა განვსაზღვრო მოსწავლეების წინარე ცოდნა და დავეხმარო მათ, გაიხსენონ, რა იციან. გავმართავთ დისკუსიას თემაზე „ადამიანი და ბუნება - ხე სიცოცხლის წყარო“.  ამისათვის გამოვიყენებ სქემას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე, ასევე კორნელის გრაფას (T სქემას), რომლის დახმარებითაც გამოვყოფთ პრიორიტეტულ საკითხებს და გავანაწილებთ დავალებებს. როდესაც მოსწავლეები დაიწყებენ მასალების მოძიებას, ვურჩევ, გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს გამოადგებათ, ასევე გავაცნობ პროექტის შეფასების სქემას და ვურჩევ, დაიხმარონ თანაკლასელთა უკუკავშირი. დასაწყისშივე მივმართავ ფასილიტაციის ისეთ სტრატეგიებს, რომლების დახმარებითაც გავაღვიძებ მოსწავლეთა ინტერესს და წავახალისებ ურთიერთთანამშრომლობას. ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფლის“ ტექსტზე მუშაობის პროცესში გამოვიყენებთ ვიზუალურ სქემებსა და გრაფიკულ ორგანიზატორებს: „სიუჟეტისა და კოფლიქტის ანალიზი“, „დაფიქრდი და იმსჯელე“, „გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე“, „მკითხველის დღიური“. ესეებისათვის გამოვიყენებთ სქემას „დანიშნულება - ადრესატი“ (ტექსტის გეგმა წერითი ნამუშევრისათვის). მუშაობის პროცესზე დაკვირვებისთვის გამოვიყენებ პროექტის დაკვირვების ჩეკლისტს და საკონტროლო სიას, რათა აღვრიცხო 21-ე საუკუნის ცოდნისა და უნარების განვითარება.  მოსწავლეები რეგულარულად მიიღებენ უკუკავშირს თავიანთ პროგრესზე, რათა გაუმჯობესდეს შესწავლილი მასალის ათვისების ხარისხი და სწორად წარიმართოს სწავლების პროცესი. ესეების კონკურსის მონაწილეები წახალისდებიან სხვადასხვა ფორმით.
   საბოლოო პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ პროექტის შეფასების რუბრიკას, ასევე შევაფასებ მოსწავლეთა მონაწილეობას საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: რა როლი აქვს ტყეს ადამიანის ცხოვრებაში? განმსაზღვრელ შეფასებებს დავაზუსტებ და შევიტან ცვლილებებს დაწერილ ქულებში თითოეული მათგანის ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით, რისთვისაც დავიხმარებ პროექტის ჩეკლისტებს.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები;
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები;
·         მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების უნარ-ჩვევები;
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები;
·         დისკუსიის წარმართვისა და მასში მონაწილეობის უნარ-ჩვევები;
·         სხვადასხვა ფორმატის წერილობითი ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
 I  ეტაპი
პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით ვისუბრებთ ხეებისა და ტყეების მნიშვნელობაზე, ვაჩვენებ სარეკლამო ვიდეორგოლს. შემდეგ მოვაწყობთ დისკუსიას თემაზე:  ადამიანი და ბუნება - ხე სიცოცხლის წყარო”. მოსწავლეები შეავსებენ  ვ-მ-ვ სქემას, თუ რა იციან  ხეებისა და ტყეების შესახებ. კორნელის გრაფის მიხედვით შევადგენთ ორმხრივი ჩანაწერების ცხრილს, სადაც ერთ მხარეს ჩამოიწერება პირველადი ფაქტობრივი კომენტარები, ხოლო მეორე მხარეს მეორეული კომენტარები (ემოციური და კრიტიკული). ცხრილის დახმარებით გამოვყოფთ პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც დაგვეხმარება სამოქმედო გეგმის შედგენაში. შევქნით ჯგუფებს ინტერესის მიხედვით: ჟურნალისტები, მკვლევარები, ბუნების დამცველები, სარეკლამო აგენტები.  ავუხსნი მათ, თუ რა სახის სამუშაო ექნება თითოეულ ჯგუფს და მოსწავლეები საკუთარი სურვილისა და ინტერესის მიხედვით განაწილდებიან ჯგუფებში. გავანაწილებთ დავალებებს:
ჟურნალისტები შეადგენენ კითხვარს და ჩაატარებენ მოსახლეობაში გამოკითხვას ადამიანის ბუნებასთან დამოკიდებულების შესახებ, უფრთხილდებიან თუ არა ბუნებას, ხეებს და რას აკეთებენ ამისათვის, ჩაიწერენ ინტერვიუებს, მოაგროვებენ ფოტომასალას.
მკვლევარები მოიძიებენ მასალებს იშვიათი ხეების შესახებ, წარმოადგენენ პრეზენტაციებს სამიზნე აუდიტორიისათვის, რათა მეტი ინფორმაცია გვქონდეს ხეებისა და ბუნების მოვლენების შესახებ.
ბუნების დამცველები შეისწავლიან ჩვენი ქალაქის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სკვერებში, დასასვენებელ პარკში,   გორის ციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაშიც დაეხმარებიან მშომლებისგან შემდგარი ჯგუფებიც (მოხალისეები, იმედია აღმოჩნდებიან), გადაიღებენ ფოტო და ვიდეომასალას და წამოადგენენ პრეზენტაციებს.
სარეკლამო აგენტები დაამზადებენ სარეკლამო და საინფორმაციო ბუკლეტებს და სარეკლამო ვიდეორგოლს. ბუკლეტებს დაარიგებენ ქალაქის მოსახლეობაში.
მოსწავლეებს გავაცნობ ტყის რეინჯერის პროფესიას, რისთვისაც დავიხმარებ ლელა ქისტაურის საინფორმაციო-შემეცნებით წიგნს „ტყის რეინჯერები“,  ვაჩვენებ სარეკლამო ვიდეორგოლს.
II ეტაპი
 ვაჟა-ფშაველას  „ხმელი წიფელი“ - ტექსტზე მუშაობა
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ ნამუშევარს, ვიწყებთ ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფლის“ ტექსტზე მუშაობას. მოსწავლეებს მოვასმენინებ მოთხრობის აუდიოჩანაწერს (საქართველოს ეროვნული არქივი) და ვსვამ კითხვას, თქვენი აზრით, ვისი ნაწარმოები შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? ვარაუდებს ვწერ დაფაზე და ვიხსენებთ, რომელი ნაწარმოებები ვისწავლეთ ხეების შესახებ (ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა“, რევაზ ინანიშვილის „მუხა“).  ვსვამ კითხვებს: ჰგავს თუ არა ეს მოთხრობა თავისი თხრობის სტილით ამ მწერალთა ნაწარმოებებს?   თუ გახსენდებათ სხვა ნაწარმოებები ბუნების მოვლენების შესახებ? („მთის წყარო“, „ია“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“), რა ვიცით ვაჟა-ფშაველას შესახებ? ტექსტზე მუშაობისას გამოვიყენებთ გრაფიკულ სქემებსა და ორგანიზატორებს: კითხვის დროს -  „დაფიქრდი და იმსჯელე!“ (თავი მოთხრობის ნაწილად იგრძენი? კითხვის დროს მიხვდი, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი? შენი აზრით, რომელია ამ მოთხრობის საუკეთესო ადგილი?) „გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე“  (მკითხველის დღიური, ჩანაწერების გაკეთება),  ანალიზის დროს - „სიუჟეტისა და კონფლიქტის ანალიზი“ (რა იყო მთავარი პრობლემა? რის მიღწევა უნდოდა მთავარ პერსონაჟს? როგორ გადაწყდა პრობლემა? მოთხრობაში დასმული პრობლემებიდან რომელია დღესაც აქტუალური? როგორ ახერხებს ვაჟა-ფშაველა 21-ე საუკუნის ადამიანში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვიძებას?) ვმუშაობთ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე, თუ როგორ იყენებს მათ ვაჟა  მკითხველამდე სათქმელის მისატანად.
ზოგადი კითხვა:
 ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულებისათვის  რა მნიშვნელობა ენიჭება ტროპის სახეებს?
 თემატური კითხვა:
 1. სახეებით მეტყველება რამდენად ზრდის ნაწარმოების მხატვრული ზემოქმედების ძალას?
 2. ვაჟას შესწავლილი ნაწარმოებების მიხედვ, რომელ სახე-სიმბოლოებს გამოყოფდით?
  შინაარსობრივი კითხვა:
1. რისი ან ვისი სიმბოლოა ხმელი წიფელი?
 2. ია  (როგორც სახე სიმბოლო)  რომელ ადამიანურ განცდებზე გვესაუბრება? 3. "შვლის ნუკრის ნაამბობში" რისი სახე-სიმბოლოაყე,  თუკი შვლის ნუკრი პატარა ობოლო ადამიანია?
 რა არის ეპიტაფია და მოთხრობაში, თქვენო აზრით, რომელი მონაკვეთი ასრულებს ეპიტაფიის როლს? რატომ დაწერა ვაჟამ ასეთი მოთხრობა, რისი თქმა უნდოდა ჩვენთვის, ადამიანებისათვის? ვსვამ თემატურ კითხვას, როგორია ვაჟასეული აღქმა ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობისა? და ბოლოს მივდივართ ზოგად კითხვამდე - რა როლი აქვს ტყეს ადამიანის ცხოვრებაში?  იმართება დისკუსია, რომელიც ფაქტობრივად შეაჯამებს ამ ეტაპეპზე ჩატარებულ სამუშაოს.
III  ეტაპი
ვემზადებით წერისათვის!
ჩავატარებთ ესეების კონკურსს თემაზე „ამეტყველებული ხეები“.  კონკურსის მოსამზადებელ ეტაპზე მოსწავლეებს ვესაუბრები გაპიროვნების მხატვრული ხერხის შესახებ და ვახსენებ ჩვენ მიერ შესწავლილ ნაწარმოებებში როგორ არის ეს ხერხი გამოყენებული და ვთავაზობ დავალებას: წარმოვიდგინოთ, რომ ხეები არა მარტო ცოცხლები არიან, არამედ ლაპარაკიც შეუძლიათ. რას გვეტყოდა, მაგალითად,  ხმელი წიფელი, მუხა ან ვაშლის ხე - ხაზარულა, თუნდაც ნებისმიერი სხვა ხე, რომელიც ბავშვებს უყვართ, მაგალითად ვაჟა-ფშაველას მიერ სკოლის წინ დარგული ხეები. ესეს ფორმატი უნდა ითვალისწინებდეს 200-250 სიტყვას და დასაწერად აქვთ სამი დღის ვადა. მოსწავლეები ესეების კონკურსში სურვილის მიხედვით ჩაერთვებიან  და წარდგებიან აუდიტორიის წინაშე. აუდიტორიას შეადგენენ თანაკლასელები, მშობლები, მასწავლებლები  და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. კონკურსის შედეგები შეფასდება არჩეული ჟიურის მიერ, ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით, ხოლო I,  II  და  III ადგილებზე გასული ესეების ავტორები დაჯილდოვდებიან  წამახალისებელი პრიზებით.  ესეები აიკინძება წიგნად, გაფორმდება ილუსტრაციებით, რაც დაევალება კლასის მხატვარს, რომელიც წინასწარვე იქნება ინფორმირებული  და მომზადებული. ხელნაწერი წიგნი შეინახება მოსწავლეთა ხელით შექმნილ რესურსებში.
IV ეტაპი
პროექტის მსვლელობისას შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება ყველა მასალა, რაც კი პროექტის მსვლელობისას მნიშვნელობის მატარებელი იქნება, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მონაწილეობით. პროექტის დასასრულს გაიმართება კონფერენცია, რომელზეც მოსწავლეები წამოადგენენ პრეზენტაციებს გაწეული მუშაობის შესახებ, კონფერეციას დაესწრებიან მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. დასასრულს, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სკოლის ეზოს გამწვანებაში, დავრგავთ ხეებსა და სხვა მცენარებს.
 V  ეტაპი
პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება პროექტის შეფასება. შეფასებისას გამოვიყენებ აქტივობას დებრიფინგი, რომლის დროსაც მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ  და ერთმანეთის მონაწილეობას პროექტში, შეავსებენ ერთიერთშეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებს. მოსწავლეთა შეფასებისა გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის  და პროექტის შეფასების რუბრიკებს და  განამავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
სსმმ  არ  მყავს
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ  მყავს
ნიჭიერი მოსწავლეები
ასეთ მოსწავლეს დავავლებ კვლევაში მონაწილეობას,  ჯგუფური მუშაობის ორგანიზებას, პროექტის მიმდინარეობის ფასილიტაციას, დიაგრამებზე მუშაობას,  დისკუსიის წარმართვას, სხვადასხვა აქტივობის ანალიზსა და უკუკავშირს.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ვაჟა-ფშაველა. (1993). IV, მოთხრობები, თბილისი: „საქართველო“.
ინვენტარი/მასალები
ფერადი ფურცლები, მუყაო ხელნაკეთი წიგნისთვის, წებო, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები,
 თაბახის ფორმატის ფურცლები
ინტერნეტრესურსები
https://www.youtube.com/watch?v=B_1pYSdJ1A8

სხვა რესურსები
დირექცია, კათედრის თანამშრომლები, მშობლები

გიორგი  ერისთავის  „გაყრა“  _  პროექტის  გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი და გვარი: მარინე  გასიტაშვილი
რაიონი : გორის რაიონი
სკოლა : სსიპ მე-9 საჯარო სკოლა
ქალაქი : გორი
პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
  გიორგი ერისთავის  „გაყრა“  და  ქართული  თეატრის  აღდგენა  საქართველოში
პროექტის შინაარსი
გიორგი ერისთავის კომედიის უკეთ გასაგებად მოსწავლეები გაეცნობიან ქართული თეატრისა და დრამატურგიის სათავეებს, მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას, ქართული თეატრის აღდგენის ისტორიასა და კომედია „გაყრის“ მნიშვნელობას ამ პროცესში. ისინი გაეცნობიან გიორგი ერისთავის გორის დრამატული თეატრის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოს, კომედია „გაყრას“, როგორც მნიშვნელოვან სპექტაკლს თეატრის რეპერტუარში, ნახავენ სპექტაკლს, მის თანამედროვე მოდერნიზებულ ვარიანტს, შეაგროვებენ მასალებს, მოგონებებს, აიღებენ ინტერვიუებს, დაწერენ რეცენზიებს, გადაიღებენ ფოტო და ვიდეომასალას. კომედიის ტექსტზე მუშაობისას გაიხსენებენ დრამატული ნაწარმოებისათვის, კერძოდ, კომედიისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (ავტორისეული რემარკები, პერსონაჟთა დიალოგები, მონოლოგები და პოლილოგები), შეიმუშავებენ კითხვის სტრატეგიას, ტექსტის ანალიზისას განასხვავებენ ხასიათებისა და სიტუაციების კომედიას, შეეცდებიან ახსნან, ასრულებს თუ არა კომედია „ხალხის წვრთნისა და ზრდის ფუნქციას“, რა დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს “გაყრის“ ტექსტი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს მკვლევარს, ჩამოაყალიბებენ თვალსაზრისს რამდენიმე პუნქტად, დაახასიათებენ პერსონაჟებს, დააკვირდებიან ტექსტის ენას, ამოიწერენ მათი ენისათვის დამახასიათებელ ტიპურ ნიმუშებს, აკვიატებულ გამონათქვამებს, იმსჯელებენ „გალექსილი სტროფების“ ფუნქციაზე. შეეცდებიან, კომედიაში წამოჭრილი პრობლემები დააკავშირონ თანამედროვეობასთან, დაკარგა თუ არა მან აქტუალობა და პოპულარობა, შეეცდებიან მოძებნონ „გაყრის“ პერსონაჟების შესატყვისი ტიპაჟები ქართულ სინამდვილეში და შექმნან პიესის თანამედროვე ვერსია ახალი რეალიების გათვალისწინებით.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებსა და ჯგუფებში, ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, აწყობენ პრეზენტაციებს აუდიტორიისთვის, ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობასა და გუნდური მუშაობის პრინციპებს. საბოლოოდ, ამზადებენ ბლოგს, სადაც აისახება პროექტზე მუშაობის მსვლელობა და განთავსდება სათანადო მასალები.                                 

საგანი

ქართული ენა დალიტერატურა

დონე/კლასი  

საბაზო/მე-11

აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები

პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი, სინთეზი, კვლევა, შემოქმედებითი აზროვნება.

განხორციელების დროის ჩარჩო

ერთი თვე პროექტისთვის, დამატებით 1 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ. 

პროექტის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

       ე. ს. გ.  სტანდარტი  XI   კლასისათვის

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება


  ქართ. XI.1.  მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული                    აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
  ქართ.    XI.2.    მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
  ქართ.   XI.4.    მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციების  სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის  მომზადების დროს.       
  ქართ.  XI.5.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
  ქართ.     XI. 8.    მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
  ქართ.    XI.  9.   მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობითი გაანალიზება.
  ქართ.  XI. 13.  მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა ტიპის ტექსტის შესაქმნელად.
                  21-ე         საუკუნის         უნარ-ჩვევები
 

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები


  • შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
  • ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე  პასუხების გასაცემად.
  • იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.
  • პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური, იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
  • დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე.
  • ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.

მოსწავლეები   შეძლებენ
·         შექმნან კომედიის (თუნდაც ერთი მოქმედების) თანამედროვე ვერსია და კომედიაში წამოჭრილი პრობლემები დააკავშირონ თანამედროვეობასთან.
·         დაახასიათონ საქართველოს ისტორიული და სოციალური ყოფა ნაწარმოების მიხედვით.
·         გააანალიზონ პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე.
·         გააანალიზონ კომედიაში დასმული პრობლემები იმ საკითხების წამოსაჭრელად, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
·         გააანალიზონ ავტორის სტილისა და ენის ფუნქცია კომედიაში.
·         ჩაატარონ კვლევა „გორის თეატრის წარსული და აწმყო“ - თეატრი დღეს - მიღწევები და პრობლემები.
·         გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა, აგრეთვე ადამიანური რესურსი ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
·         მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის შემოქმედებითად, დამოუკიდებლად მოპოვებას, შეძლებენ ჩასწვდნენ მოვლენათა, საგანთა არსს, გააანალიზონ და განაზოგადონ ისინი.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი  შეკითხვები
  1. როგორ ასრულებს კომედია „ხალხის წვრთნისა და ზრდის ფუნქციას“?
  2. როგორ გვეხმარება ხელოვნება და ლიტერატურა თვითჩაღრმავებასა და საკუთარი თავის შეცნობაში?


თემატური შეკითხვები
  1. რით შეიძლება დააინტერესოს „გაყრამ“ დღვანდელი მაყურებელი?
  2. არის თუ არა სოციალური მდგომარეობა ადამიანის ხვედრის წარმმართველი?


შინაარსობრივი შეკითხვები
  1. რას ნიშნავს ხასიათებისა და სიტუაციების კომედია და რომელს მიაკუთვნებთ „გაყრას“?
  2. კომედიაში წამოჭრილი პრობლემებიდან რომელია დღესაც აქტუალური?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე
და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ

1. წინასწარ შედგენილი კითხვარის შევსება 2.სქემა-„ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე

1.სამოქმედო გეგმა ერთობლივი მუშაობისთვის
2.ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
3.პრეზენტაციების,ჯგუფური მუშაობის, საკლასო ესეს ქულობრივი შეფასების რუბრიკები

1.შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხების გაგებისა და უნარ-ჩვევების შესამოწმებლად.

2.წავახალისოთ მეტაკოგნიტური აზროვნება, გან-ვსაზღვროთ მოს-წავლეების საჭი-როებები მუშაობის შემდ-გომი ეტაპისთვის
შეფასების  ინსტრუმენტების მოკლე აღწერილობა

პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითხვას მოსწავლეთა ე.ს.გ. გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სა-კითხების გაცნობიერების შესამოწმებლად. განვსაზღვრავ მოსწავლეთა საბაზისო ვოდნას, აქტუალურ საჭიროებებს და დავეხმარები მათ, გაიხსენონ, რა იციან ზოგადად დრამატურგიისა და თეატრის ისტორიის შესა-ხებ. ამისთვის გამოიყენებენ სქემას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. მოსწავლეებს მოვთხოვ, გამოიყენონ სამოქმე-დო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება.
გიორგი ერისთავის „გაყრის“ ტექსტზე მუშაობისას საბაზისო ცოდნაზე დაყრდნობით პერიოდულად განვიხილავთ პერსონაჟთა ხასიათებს, ურთიერთდამოკიდებულებებს, კომედიაში წამოჭრილ პრობლემეტიკას, ისტორიულ ფონს, სოციალურ და კულტურულ გარემოს, პერსონაჟთა მეტყველებას, მწერლის ენას, რამდენად ვლინდება ხასიათი მონოლოგებსა და დიალოგებში. ამისათვის მოსწავლეები გამოიყენებენ ვენის დიაგრამას, ასოციაციურ რუკას, შედარების ცხრილებს. გეგმა შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ნამუშევრების საბოლოო შეფა-სებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფა-სების გზამკვლევი. პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფისათვის, კრიტიკული აზროვნებისა და პროცესების შეფასებისას, ასევე სასწავლო პროცესის ანალიზისთვის შეიძლება გამოვიყენოთ გრაფიკული დამ-გეგმავი (ორგანაიზერი), ინსტრუქციები წერითი სამუშაოებისათვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერები, გამოკითხვები, რუბრიკები. ვაწარმოებ ჩანაწერთა დღიურს, რომელშიც შევიტან მოსწავლეების მიერ შქმნილი პროდუქტის აღწერას, სასწავლო პროცედურების თანმიმდევრობას, მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბებს, მოსწავლეთა ჩართულობას. საბოლოოდ, პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ პროექ-ტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს, შესაძლებელია შესწორებების შეტანა ჯგუფებისათვის დაწერილ ქუ-ლებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით.   
  


·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები

პროექტის   დასაწყისი
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებამდე მოსწავლეებს დაურიგდებათ კითხვარები, თუ რა იციან ქართული თეატრის ისტორიისა და კერძოდ, კომედია „გაყრის“ შესახებ.  ჯგუფებად განაწილდებიან სურვილისა და ინტერე-სების მიხედვით. ვთხოვ, შეავსონ სქემა: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფები, განაწილდება კონკრეტული დავალებები.
 I  ჯგუფი   მუშაობს თემაზე  „ქართული თეატრის ისტორიიდან“, ამზადებს პრეზენტაციას.
 II ჯგუფი მუშაობს გიორგი ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებზე. ამზარებს პრეზენტაციას გაკვეთილისათვის „გიორგი ერისთავის ბიოგრაფია“.
 III  ჯგუფი  მუშაობს თემაზე  „ქართული პროფესიული თეატრის დაარსება და კომედია „გაყრა“, ამზადებს პრეზენტაციას.
 IV  ჯგუფი        მუშაობს თემაზე „საქართველოს სოციალური და ისტორიული ყოფა კომედიაში „გაყრა“, ამზადებს რეფერატს  (კონსულტანტი ისტორიის მასწავლებელი ქეთევან ნონიკაშვილი).
  V  ჯგუფი   მუშაობს თემაზე „გიორგი ერისთავის „გაყრაში“ წამოჭრილი პრობლემების აქტუალობა და პერსონაჟთა ხასიათები“, ამზადებენ ესეებს.
 VI  ჯგუფი     მუშაობს თემაზე „გიორგი ერისთავის კომედიის ენობრივი თავისებურებანი და გალექსილი სტრო-ფების ფუნქცია“, ამზადებენ ესეებს.
 VII  ჯგუფი    მუშაობს თემაზე „ჟან-ბატისტ მოლიერი და ერისთავი - ქართველი მოლიერი“, ამზადებს პრეზენტაციას.  
 VIII  ჯგუფი     მუშაობს გიორგი ერისთავის კომედიის თანამედროვე ვერსიის შექმნაზე, ამზადებენ ინსცენირებას (კონსულტანტი ხელოვნების მასწავლებელი ნათია აწკარუნაშვილი).
 IX   ჯგუფი          მუშაობს თემაზე „გორის თეატრის წარსული და აწმყო და კომედია „გაყრა გორის თეატრში“, ამზადებენ პრეზენტაციას.
 X    ჯგუფი    მუშაობს  ბლოგის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციითაც დასრულდება პროექტი (კონსულტანტი ინფორმატიკის მასწავლებელი ხათუნა ტაბიძე).
    
                  გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ - კითხვის სტრატეგიები, სპექტაკლის  ნახვა                                                                                                                                                                                                                     
                მთელ კლასთან ვმუშაობთ ნაწარმოების ტეტქსტზე, ვკითხულობთ კომედიას, ვაკვირდებით პერსონაჟთა მეტყველებასა და ქცევას, რაც მოსწავლეს დაეხმარება იმდროინდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის უკეთ გაცნობაში. ვაკვირდებით მწერლის ენას, შემოქმედებით მეთოდს, კრიტიკული რეალიზმის სათავეებს, რათა გამოვავლინოთ მათი დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ. მივცეთ დისკუსიის სახე თემას „ასრულებს თუ არა კომედია ხალხის წვრთნისა და ზრდის ფუნქციას?“ დისკუსიის წარმართვისა და მიმართულების მისაცემად დაგვეხმარება კითხვები: რა არის ხასიათებისა და სიტუაციების კომედია, რამ განაპირობა „გაყრის“ პოპულარობა და სცენური სიცოცხლე, რით შეიძლება დააინტერესოს „გაყრამ დღევანდელი მაყურებელი, არის თუ არა სოციალური მდგომარეობა ადამიანის  ხვედრის წარმმართველი, „გაყრაში“ წამოჭრილი პრობლემებიდან რომელია დღესაც აქტუალური. მოსწავლეები დაესწრებიან სპექტაკლს გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აიღებენ ინტერვიუებს, დაწერენ რეცენზიებს, განიხილავენ, თუ რა გავლენას ახდენს კლასიკური მემკვიდრეობა თანამედროვე ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, მოსწავლეებს მივცემთ მითითებებს პრეზენტაციების, რეფერატებისა და ესეების მოსამზადებლად, ვთხოვ, აწარმოონ ჩანაწერების დღიურები.
               საბოლოოდ, შევაჯამოთ,როგორ დაეხმარება პროექტი ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის  მიღწევაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორ გამოვიყენებ პროექტს სასწავლო პროცე-სის გაუმჯობესებაში.
სწავლისა და სწავლების კვლევა გვიჩვენებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემატიკის სიღრმისეული  სწავლება.
პროექტის  დასაწყისში, მოსამზადებელი სამუშაოს პერიოდში მოსწავლეებს განვაწყობ, გამოვიწვევ მათ ინტერესს  შესასწავლი საკითხების მიმართ (საუბარი თეატრის ისტორიის შესახებ, სპექტაკლზე დასწრება, შეხვედრა მსახიობებთან, რეჟისორთან, თეტრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დათვალიერება, კითხვარების შევსება, სქემა:  ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე). ავუხსნი, რომ მათ საკუთარი კვლევის შდეგები უნდა წარუდგინონ აუდიტორიას,  შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ მოსაზრებებსა და შხედულებებს დაადასტურებს, ეს იქნება: პრეზენტაცია, ესე, რეფერატი, ბუკლეტი, ბლოგი. მათ უნდა შეძლონ მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება,    განიხილონ სამუშაო გეგმის კომპონენტები და შქმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც, მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში, ცხოვრებაში.
კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს მოვთხოვ, თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ ჯგუფს დასჭირდება კვლევის ფორმა, ზოგს-შემოქმედებითი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ. ჯგუფებს მიეცემათ მიზანმიმართული ავთენტური დავალებები მათი ინტერესებისა და შესაძლებლიბების გათვალისწინებით. პროექტის დასაწყისში დავარიგებ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებებისა და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ. პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შეხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავთ მათ სამოქმედო გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. ასევე ვთხოვ,  მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად, რათა ჩამოუყალიბდეთ გუნდური მუშაობისა და ურთერთთანამშრომლობის ჩვევები.
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართავთ შეხვედრას, რომელსაც მშობლები და სკოლის დირექცია დაესწრებიან, შესაძლებელია, მოწვეული სტუმრებიც. შეხვედრაზე განვიხილავთ მოსწავლეთა  პრეზენტაციებს. გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებს,  მოხდება პროექტის შეჯამება, და ბლოგის პრეზენტაცია. ყველაფერი დასრულდება კომედია „გაყრის“ მოსწავლეების მიერ შექმნილი თანამედროვე ვერსიის ინსცენირებით.

დიფერენცირებული სწავლება


სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები
·         დავურიგოთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ფოტოები
·         დავურიგოთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.
·         ნება დავრთოთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.







მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები
·         ყურადღება მივაქციოთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
·         წავახალისოთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 




პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები

ტექნოლოგიები ტექნიკური უზრუნველყოფა  (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ)            



 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო  
 ვიდეოკამერა
 ვიდეოსაკონფერენციო აღჭურვილობა
 სხვა      
ტექნოლოგიები პროგრამული უზრუნველყოფა  (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ)            
 მონაცემთა ბაზა/ ცხრილი
 სამუშაო მაგიდის დასაკაბადონებელი
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია დისკზე
 გამოსახულების დამუშავების პროგრამა
 ინტერნეტ ვებბრაუზერი
 მულტიმედია
 ვებგვერდის განვითარება
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ნაბეჭდი მასალები
ბუხნიკაშვილი გ., გორის თეატრი, 1965.
ვასილ კიკნაძე „ქართული დრამატული თეატრის ისტორია“, 2003.
სოფრომ მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1939, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.3.
იონა მეუნარგია, ქართველი მწერლები, II, 1944.
ალ. ორბელიანი, „რამდენიმე სიტყვა „გაყრის“ კომედიაზედ“, „ცისკარი“, 1857, 9.
დიმიტრი ყიფიანი, მემუარები, 1930.
გიორგი ერისთავი, „გაყრა“
თამაზ კვაჭანტირაძე, სასიტყვეთი, 2002.
მასალები
გორის გიორგი ერსთავის დრამატული თეატრის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული მასალები(მოგონებები, ფოტოები, აფიშები)
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
ადამიანური რესურსები, ისტორიის (ქ. ნონოკაშვილი), ხელოვნების (ნ. აწკარუნაშვი-ლი), ინფორმატიკის (ხ. ტაბიძე) მასწავლებლების კონსულტაციები, შეხვედრები თეატრის რეჟისორთან და მსახიობებთან.


     

No comments:

Post a Comment